მედია – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია
31/03/2021 11:23:18 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს სალომე სამადაშვილს შეხვდა, – იუწყება "ფორმულა".
მედიასთან არც კრამონს და არც სამადაშვილს კომენტარი არ გაუკეთებიათ. უცნობია, რაზე ისაუბრეს მათ, ასევე, უცნობია, რა გეგმები აქვს ევროპარლამენტარს საქართველოში.
გასულ პერიოდში ვიოლა ფონ კრამონი არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, ის, ასევე, აქტიურად იყო დაინტერესებული ევროკავშირის მედიაციით, რომელიც ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.


