"დიდი სტრესის ქვეშ ვართ" – წილოსანი ოპოზიციაზე საუბრობს
01/04/2021 06:47:24 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატს ნინო წილოსანი ამბობს, რომ არ უკვირს, რატომ არ ისურბა ივანე მაჭავარიანმა საჯარო სექტორში დარჩენა, რადგან "ოპოზიცია და კონკრეტული ჯგუფები" სახელისუფლებო გუნდს სტრესში ამყოფებენ.
"მე მესმის ადამიანურად მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ ისურვა, დარჩენილიყო საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ეს საკმაოდ სტრესულია და იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები და კონკრეტული ჯგუფები აყენებენ ქვეყანას და თითეულ ჩვენგანს, ნამდვილად თითოეული ჩვენგანი დიდი სტრესის ქვეშ ვართ, ამიტომ შეიძლება ვთქვა, რომ არც გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება, რომ გადასულიყო კერძო სექტორში", - თქვა წილოსანმა.
მაჭავარიანმა პოსტი გუშინ, 31 მარტს დატოვა.


