სამთავრობო კაბინეტში ორი ახალი კადრი იმუშავებს
01/04/2021 07:16:11 პოლიტიკა
სამთავრობო კაბინეტში ორი პორტფელი ახალმა კადრებმა ჩაიბარეს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა.
„ვანო მაჭავარიანი გადადგომას აპირებდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას მთავრობის და ჩვენი გუნდის სახელით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა.
რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
„გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა და ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


