Accentnews.ge
ღარიბაშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეული პროტესტის ფორმით უკმაყოფილოა

ღარიბაშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეული პროტესტის ფორმით უკმაყოფილოა

01/04/2021 07:43:27 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული პროტესტის ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

ამასთან, მან დესტრუქციაში ენმ დაადანაშაულა, განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია ქვეყანაში კანონის დაცვის შემოვიდა, კანონის დარღვევის შემდეგ დაჯარიმდანენ, თუმცა არაფერი უქვამს, ქვეყნის დატოვებამდე გადაიხადეს თუ არა მათ ჯარიმა.

"მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობისა“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, ამჯერადაც ეს გააკეთეს იმის ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურისტების შემოსვლა, მით უმეტეს, ამ ვითარებაში.

ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, რრაიბაშვილმა პოზნერზე თქვა, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და საქართველოს ხშირად სტუმრობს.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S