Accentnews.ge
ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოზნერი საქართველოში ხშირად ჩამოდის

ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოზნერი საქართველოში ხშირად ჩამოდის

01/04/2021 08:14:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გუშინ საქართველოში რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი მორიგი ვიზიტით ჩამოვიდა.

"პირველ რიგში, მე მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი", - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ "კოვიდპასორტი" და უარყოფითი PCR ტესტი და ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის დაცვით.

"ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა ღარიბაშვილმა.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S