Accentnews.ge
მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის და ლიეტუველი დეპუტატის ქვეყანაში შემოშვების საკითხს ერთ კონტექსტში განიხილავს

მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის და ლიეტუველი დეპუტატის ქვეყანაში შემოშვების საკითხს ერთ კონტექსტში განიხილავს

01/04/2021 08:23:28 პოლიტიკა

სახელისუფლებლო გუნდის წევრი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერისა და ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვების საკითხს ერთ კონტექსტში განიხილავს.

"ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრიივად გაუუქმა. მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" მომხრე პოლიტიკოსი, ჟგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

სახელისუფლებო გუნდის წევრების ნეგატიური დამოკიდებულება ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ შემდეგმა კომენტარმა გამოიწვია:

"თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S