ნავალნის პრეს–სპიკერი: „საინტერესოა, პოზნერი ახლა დაწერს თუ არა სვეტს, როგორ ხვდებიან მატყუარა პროპაგანტისტებს"
01/04/2021 08:35:55 პოლიტიკა
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პრეს–სპიკერი კირა იარმიში თბილისში კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსა და საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
„საინტერესოა, პოზნერი ახლა დაწერს თუ არა რაიმე ბრძნულ რესპექტაბელურ სვეტს საკუთარ საიტზე, როგორც უყვარს ხოლმე? სახელი უნდა იწყებოდეს "ი"-ზე, "იმის შესახებ, როგორ ხვდებიან მატყუარა პროპაგანტისტებს", ან "იმის შესახებ, როგორ გავრბოდი კუდამოძუებული".
პროტესტის გამო ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ, ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები უკან, რუსეთში დაბრუნდნენ. თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილის 08:00 საათისთვის დატოვა. კრემლის პროპაგანდისტმა საქართველოში დარჩენა 24 საათითაც ვერ შეძლო და თბილისიდან, სადაც საკუთარი 87-ე დაბადების დღის მასშტაბურად აღნიშვნას აპირებდა - ჩარტერული რეისით გაფრინდა.


