Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა

იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა

01/04/2021 09:14:11 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანოტარო საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიას სასარგებლოს 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა:

“ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ სცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება” — ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისი შეფასებით, საქმიანობის შეჩერება იყო იმ “დევნის კამპანიის გაგრძელება, რომელიც მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდებოდა”:

“რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში”, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს — ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” — ამბობს ბაჩანა შენგელია.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ 2020 წლის 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S