Accentnews.ge
ვოლოდინი – თბილისში პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებზე: "ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს"

ვოლოდინი – თბილისში პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებზე: "ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს"

01/04/2021 09:43:51 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი გუშინ თბილისში რუს ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარი "საქართველოს აზიანებს".

“საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი განსაზღვრავს ქვეყნის შიდა პოლიტიკას, რაც არაფერ კარგს არ მოიტანს. თბილისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ღრმა კრიზისშია ქვეყანა”, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" არხზე.

“ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საქართველოს. საზაფხულო სეზონის წინ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორი საფრთხის შემცველია ჩვენი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა”, – დასძინა ვოლოდინმა.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S