Accentnews.ge
„ეს იყო დაგეგმილი, შეგნებული აქცია“ – ბურჯანაძე პოზნერის ვიზიტს აფასებს

„ეს იყო დაგეგმილი, შეგნებული აქცია“ – ბურჯანაძე პოზნერის ვიზიტს აფასებს

01/04/2021 10:43:06 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი, განსაკუთრებით „ამ ვითარებაში“, მიუღებელი იყო. ამ კონტექსტში მან დათა ვანიშვილის გარდაცვალების ფაქტი ახსენა.

„ჩვენ შევუერთდით ამ პროტესტს. მთელი საქართველო ჩაკეტილია; ადამიანებს, რომლებსაც ლუკმა–პურის ფული არ აქვთ, აჯარიმებს ხელისუფლება; რესტორნების უმრავლესობა გაკოტრების პირასაა და ამ დროს ხდება დემონსტრაციული ჟესტი, ბუნერბივია, ეს აღმაშფოთებელია. თუმცა ეს მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ზოლთან ხდებოდა: მისი ხნის მამაკაცი გარდაიცვალა ე.წ. საზღვართან და მისი ოჯახის წევრები ბოლო მომენტამდე ვერ მიდიოდნენ მის დასატირებლად. აღმდგომის დღესასწაული მოდის და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა საარღდგომო დღეებში ვერ ახერხებს საკუთარი ახლობლების, მშიბლების საფლავები მოინახულოს, ამ დროს, განსაკუთრებული პატივით ხვდები რუსეთიდან 50–კაციან დელეგაციას, ამან არ შეილება, საზოგადიებაში რეაქცია არ გამოიწვიოს“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტი არა შემთხვევითი, დაგეგმილი აქცია იყო:

„ის არ არის მხოლოდ პროპაგანდისტი. ის არის ადამიანი, რომელსაც მართლა მთელს მსოფლიოში იცნობენ. დარწმუნებული ვარ, ეს იყო დაგეგმილი, შეგნებული აქცია, უნრალოდ მის დაბადების დღეს დაამთხვიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და დაგეგმილი ივანიშილის პიარკამპანიისთვის: მას შემდეგ, რაც დასავლეთის მედიაციით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ვიღაცის ცხელ თავში მოიხარშა, რომ კარგი დროა, პოზნერი და 50–კაციანი ჯგუფი ჩამოვდეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად და საქართველოს გასაპიარებლად. ეს ამ ხელისუფლების უგუნურებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენადაა მოწვეტილი საზოგადოებრივ განწყობას და პირველ რიგში, ხელისუფლებამ მიიღო პასუხი, რომელიც უნდა მიეღო“.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

საქართველოს სახელისუფლებო გუნდი და შსს ირწმუნებიან, რომ პოზნერი და მისი თანხმხლები პირები „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დააჯარიმეს, თუმცა საწინააღმდეგოს შესახებ იუწყება პოზნერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S