Accentnews.ge
ზახაროვა – თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: "დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია"

ზახაროვა – თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: "დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია"

01/04/2021 11:12:18 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გუშინ თბილისში რუს ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია.

"დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: რთული გზით მივდივართ ზურმუხტის ქალაქისკენ", – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S