Accentnews.ge
პავილიონისი  მდინარაძეს პასუხობს: "სირცხვილია"

პავილიონისი მდინარაძეს პასუხობს: "სირცხვილია"

01/04/2021 11:25:09 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს პასუხობს და მიიჩნევს, რომ მისი განცხადება “სირცხვილია”.

“სირცხვილია. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმეგ წარმოებული ომის დროს მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რათა ქართველები გამკლავებოდნენ ამ სასტიკ აგრესიას. იმ მძიმე პერიოდის დროსაც და მერეც, ყოველდღიურად ვიბრძვი რუსეთის აგრესიისწინააღმდეგ მთელს რეგიონში”, – აცხადებს პავილიონისი.

მანამდე, მდინარაძემ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე, უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S