Accentnews.ge
გავრილოვი – პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე: "ეს შეგნებული პროვოკაციაა, რომელიც დარტყმას აყენებს საქართველოს სტუმართმოყვარეობის იმიჯს"

გავრილოვი – პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე: "ეს შეგნებული პროვოკაციაა, რომელიც დარტყმას აყენებს საქართველოს სტუმართმოყვარეობის იმიჯს"

01/04/2021 13:54:53 პოლიტიკა

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები რადიკალური ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ დემარშსა და შეგნებულ პროვოკაციას წარმოადგენს", - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„პოზნერის ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს ინტელიგენციაში. ეს შეგნებული პროვოკაციაა, რომელიც დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანის იმიჯს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს „მიზანმიმართული სროლაა" ეკონომიკის შესასუსტებლად", - განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, პოზნერის ვიზიტი მოწმობს, რომ ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას და "რაციონალურად მოაზროვნე საქართველოს ხელმძღვანელობას სურს, რუსეთთან კარგი ურთიერთობების აღდგენა. მაგრამ აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლური წრეების იარაღია, აშანტაჟებს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შეწყვეტილი დარჩეს.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S