"სირცხვილიას" აქტივისტები: "აუცილებლად ვუჩივლებთ კობახიძეს და მოუწევს სასამართლოში თავის მართლება"
02/04/2021 06:19:39 პოლიტიკა
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდმომარეს ირაკლი კობახიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.
"ირაკლი კობახიძესთან უკვე პოლემიკაში შესვლა საერთოდ არ ღირს. ყოველგავარი რაციონალურობის საზღვრებს სცდება. ახლა ახალი მოიგონა, რომ შოთა დიღმელაშვილი, მე და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები ვართ. მასთან ლაპარაკს არ ვაპირებთ, აუცილებლად ვიჩივლებთ. რეალობასთან ახლოს მყოფი ფაქტიც კი არაა, რომ რამე მსგავსი ოდესმე ყოფილიყო. აუცილებლად ვუჩივლებთ კობახიძეს. მოუწევს სასამართლოში თავის მართლება და რაღაც მტკიცებულებების მოტანა, თუმცა მურუსიძის სასამართლოსგან რას უნდა ველოდოთ არ ვიცი", -აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ რომ მისთვის საინტერესოა, საიდან იგებს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ინფორმაციას რუსეთიდან ჩამოსული პირების შესახებ:
„მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრეს–სპიკერია; დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი".


