Accentnews.ge
TI იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთაც მე-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არასოდეს უსარგებლიათ

TI იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთაც მე-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არასოდეს უსარგებლიათ

02/04/2021 07:29:03 პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ( TI ) მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 20 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის "უტყვი" დეპუტატები იყვნენ:

  • რუსლან გაჯიევი
  • ვალერი გელაშვილი,
  • პაატა გოგოხია,
  • ელგუჯა გოცირიძე,
  • მახირ დარზიევი,
  • მუხრან ვახტანგაძე,
  • ჯუმბერ იზორია,
  • ზაზა კედელაშვილი,
  • თეიმურაზ კოხრეიძე,
  • იოსებ მაკრახიძე,
  • სამველ მანუკიან,
  • ენზელ მკოიანი,
  • რომან მუჩიაშვილი,
  • რამაზ ნიკოლაიშვილი,
  • დიმიტრი სამხარაძე,
  • ერეკლე ტრიპოლსკი,
  • გოდერძი ჩანქსელიანი,
  • ირაკლი ხახუბია,
  • ვიქტორ ჯაფარიძე,
  • ლევან ბეჟანიძე.

გარდა ამისა, მაგთგან 3 დეპუტატს -

  • ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მე-8 მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

TI წერს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

  • სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)
  • ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე (454)
  • ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)
  • ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)
  • პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - კობა ნაყოფია (163)
  • პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - შოთა შალელაშვილი (33)
  • კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)
  • კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - ნატო ჩხეიძე (40)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S