"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა
02/04/2021 08:53:09 პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. 16.30 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში ჯერ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, 17:30 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ.


