"ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი"
02/04/2021 15:36:10 პოლიტიკა
"ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სამეგობროს საქართველოში ვიზიტს.
"მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულას" ეთერში.


