Accentnews.ge
მდინარაძე – ვოლსკიზე: "როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენ პროტესტს სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია"

მდინარაძე – ვოლსკიზე: "როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენ პროტესტს სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია"

02/04/2021 15:45:58 პოლიტიკა

"როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენ პროტესტს სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია", – ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს, რომელიც ამ უკანასკნელმა აქტივისტებს უჩვენა.

"ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება რომ მისი კომენტარი ჩაწეროთ. არამგონია - "რა კარგი რამ გავაკეთეო" თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. არ ვცდილობ რამის გამართლებას ან გამტყუნებას. როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S