კრამონი – ერთობლივ განცხადებაზე: “ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი”
02/04/2021 15:53:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სხვა ევროდეპუტატებთან ერთად პირველ აპრილს გავრცელებულ განცხადების შესახებ ამბობს, რომ ეს არა ცალკეული აზრები, არამედ, მათ შორის, იმ პირის განცხადებაა, რომლის პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე.
"არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე", – განაცხადა კრამონმა "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.
"ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მეგობრები, ვაკვირდებით მრავალი წელია ძალიან სამწუხარო დებატებს და განსაკუთრებით უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 31 ოქტომბრის შემდეგ, ბევრი დრო დავხარჯეთ, როგორ მივიდეთ კომპრომისამდე პრობლემის გადაწყვეტამდე. ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელზე რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში, იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ რომ საქართველო ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვგზავნეთ საქართველოში, პირადი წარმომადგენელი შარლ მიშელისა რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის. ახლა ვხედავთ, რომ საათობრივად, ღამის საათებში დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოეწერა არაფერს და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა", – განაცხადა კრამონმა.


