Accentnews.ge
ვოლკოვის თქმით, ნავალნის მმართველობის შემთხვევაში რუსეთი არ გააგრძელებს, მათ შორის, სოხუმისა და ცხინვალის დახმარებას

ვოლკოვის თქმით, ნავალნის მმართველობის შემთხვევაში რუსეთი არ გააგრძელებს, მათ შორის, სოხუმისა და ცხინვალის დახმარებას

02/04/2021 17:00:30 პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსის ლეონიდ ვოლკოვის თქმით, ნავალნის მმართველობის შემთხვევაში რუსეთი არ გააგრძელებს "აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, დნესტრისპირეთისა და დონბასის როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო მხარდაჭერას".

“გადაჭრით გეტყვით, რომ არა, ეს არ გაგრძელდება. რუსი ამომრჩევლის და გადასახადების გადამხდელის ინტერესებში არ შედის მათი თანხების ამ ტერიტორიებში “ჩატუმბვა”. და ვფიქრობ, რომ როდესაც ამ უზარმაზარი ფინანსური “მოწყალების” გაღებას შევწყვეტთ, ამ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოგვარების მეტი შანსებიც გაჩნდება, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით”, – აცხადებს ვოლკოვი ბრიტანულ "Spectator"-ისა და GiSP- სთან ერთობლივ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიაც ორშაბათს გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S