"სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან. უკანონოდ გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას"
03/04/2021 07:53:09 პოლიტიკა
მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, შსს მათ პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.
"ჯერ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს გვინდოდა, გზას არ კეტავდა. პოლიციამ უარი თქვა - პარლამენტის მხარეს გადადითო. გადავედით და 2 წუთში აღმოჩნდა, რომ არც აქ შეიძლება სცენის დადგმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას. პოლიციის თანამშრომლები არ გვაძლევენ საპროტესტო სცენის დადგმის საშუალებას, იმის მიუხედავად, რომ სცენა სამანქანო გზას ხელს არ უშლის. პარლამენტის წინ ვართ და გელოდებით, სცენა უნდა დაიდგას!"- აცხადებენ აქტივისტები.



