Accentnews.ge
„ოცნების“ დეპუტატი – მაქარაშვილზე: „მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას“

„ოცნების“ დეპუტატი – მაქარაშვილზე: „მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას“

05/04/2021 06:52:44 პოლიტიკა

​"ზომბებო "პალუნდრა", არა ბიჭოს" – წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მოძრაობა "სირცხვილიას" პოსტზე, რომლის თანახმადაც მოძრაობის ბათუმის ოფისთან "ქართული ოცნების" აქტივისტები იმყოფებოდნენ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ.

ამასთან, სამხარაძემ საკუთარი პოსტის კომენტარებში მოძრაობის წევრ გიგა მაქარაშვილთან დაკავშირებით დაწერა, "მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ!":

"არავინ ჩალიჩობს რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას".

ცნობისთვის: 3 აპრილს დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. 4 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 3 აპრილს კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას, მმართველი პარტიის ლიდერის, გია ვოლსკისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი გამოსახულებით სტიკერების გაკვრას აპროტესტებედნენ.

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, 5 აპრილს ბათუმში მარში გაიმართება და აქტივისტები კომენდანტის საათს კიდევ დაარღვევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S