Accentnews.ge
IRI – პარტიების რეიტინგი – "ოცნება" – 35%, "ენმ –ძალა ერთობაშია" – 18%

IRI – პარტიების რეიტინგი – "ოცნება" – 35%, "ენმ –ძალა ერთობაშია" – 18%

05/04/2021 13:57:23 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 35% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 18%– "ენმ –ძალა ერთობაშიას".

კითხვაზე, "შემდეგ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • "ოცნება" – 35%;
  • "ენმ– ძალა ერთობაშია" –18%;
  • "ევროპული საქართველო" –3%;
  • "გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის" – 2%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" – 2%;
  • "ლეიბორისტული პარტია" –2%;
  • "მოქალაქეები" – 2%;
  • "ლელო" –1%
  • სხვა პარტია – 1%;
  • არც ერთ პარტიას – 10%;
  • არ ვიცი პასუხი – 15%

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S