Accentnews.ge
IRI – რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო

IRI – რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო

05/04/2021 14:05:17 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უმეტესობა მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო.

კითხვაზე, "მიიჩნევთ თუ არა , რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო?", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • რესპონდენტთა 25% – ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო;
  • 28%– გარკვეულწილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო;
  • 16%– გარკვეულწილად უსამართლო, არათავისუფალი და არაგამჭვირვალე იყო;
  • 19% – ნამდვილად უსამართლო, არათავისუფალი და არაგამჭვირვალე იყო;
  • 12%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს;

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S