Accentnews.ge
IRI: პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი და გიორგი გახარია ლიდერობენ

IRI: პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი და გიორგი გახარია ლიდერობენ

05/04/2021 14:04:39 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.

კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89%–მა დაასახელა პატრიარქი, 65%–ისთვის მისაღებია გიორგი გახარია, 54%–ისთვის კახა კალაძე.

გამოკითხულთა 52% ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42% ნიკა მელიას, 40% ბიძინა ივანიშვილს, 39% გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36% დავით უსუფაშვილს, 33% არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33% ირაკლი კობახიძეს, 31% სალომე ზურაბიშვილს, 29% გიგი უგულავას, 27% შალვა ნათელაშვილს, 26% მამუკა ხაზარაძეს, 26% ალეკო ელისაშვილს, 24% ლევან ხაბეიშვილს, 21% ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, 21% ირმა ინაშვილს, 20% ნინო ბურჯანაძეს, 17% ბადრი ჯაფარიძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S