Accentnews.ge
IRI – რესპონდენტთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, 45% – ეწინააღმდეგება

IRI – რესპონდენტთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, 45% – ეწინააღმდეგება

05/04/2021 14:12:32 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას.

კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას?", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რესპონდენტთა 45%– დიახ;

45% – არა;

10%–მა პასუხი არ იცის.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S