Accentnews.ge
"შვებულებაში გასული უვადო მოსამართლე აშშ–ში დარჩა"

"შვებულებაში გასული უვადო მოსამართლე აშშ–ში დარჩა"

05/04/2021 15:00:48 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადო მოსამართლემ მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე ამერიკიდან მოითხოვა.

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში", - წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე.

სვიანაძე 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S