Accentnews.ge
"ოცნება" მოლაპარაკებებს იწყებს: "შესაძლოა, იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი"

"ოცნება" მოლაპარაკებებს იწყებს: "შესაძლოა, იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი"

06/04/2021 08:54:58 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. დეპუტატ გიორგი ამილახვარის თქმით, ეს შეიძლება, იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

"დარჩენილია ფანჯარა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რომელთანაც ერთი-ერთზე გაგრძელდება მოლაპარკების პროცესი და ჩვენ გვჯერა და გვაქვს ოპტიმიზმი, რომ მოხდება შეჯერება რიგ საკითხებზე და ისინი იქნებიან საქართველოს პარალმენტში წარმოდგენილნი. ეს არის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯაროდ აცხადებს მზაობს ამის თაობაზე, დიახ, ეს შესაძლებელია იყოს "გირჩი" და "სტრატეგია აღმაშენებელიც", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, მზაობა მოლაპარაკებაზე არის და დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S