ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შესაძლოა, აპრილის ბოლოს გაიმართოს
06/04/2021 12:42:39 პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შესაძლოა, აპრილის ბოლოს გაიმართოს. ამაზე ბერძენიშვილმა გადაცემა კომენტარში ისაუბრა.
იგი იმედოვნებს, რომ მედიაციის შემდეგი რაუნდი წარმატებით დასრულდება.
„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს შვიდი ევროპარლამენტარი მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარი არ არის, მათ თანამდებობებს გადავხედოთ. ესენი არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, ესენი არიან საქართველოთი დაინტერესებული მთავარი სტრატეგიული მეგობრები“, - აცხადებს ბერძენიშვილი.


