შალვა პაპუაშვილი – სერგი კაპანაძეზე: "ამ რუსული ნარატივით აკეთებდა ეს საგარეო გუნდი რამეს ქართულ საქმესთან ახლოს?!"
06/04/2021 13:39:56 პოლიტიკა
"მეჩვენება, თუ გარდა იმისა, რომ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ომი ჩვენ დაგვიწყია, ახლა იმასაც ამატებს, რომ კასეტური ბომბებითაც დაგვიბომბია ცხინვალი? ამ რუსული ნარატივით აკეთებდა ეს საგარეო გუნდი რამეს ქართულ საქმესთან ახლოს?!", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის "პოსტს" აქვეყნებს.



