Accentnews.ge
ევროკავშირი: "ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი"

ევროკავშირი: "ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი"

07/04/2021 06:35:36 პოლიტიკა

"ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი", – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერმა ნაბილა მასრალიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"31 მარტს დასრულდა [ევროპული საბჭოს] პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის რანგში ბატონი [კრისტიან] დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არცერთმა მხარემ - არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიებმა - არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე. როგორც გასულ კვირაში ვახსენეთ რამდენჯერმე, ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ეს კვლავაც ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა მასრალიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S