Accentnews.ge
"ეს არ არის მხოლოდ 7 ევროპარლამენტარის განცხადება და ხუმრობა"

"ეს არ არის მხოლოდ 7 ევროპარლამენტარის განცხადება და ხუმრობა"

07/04/2021 06:47:47 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, "ეს არ არის მხოლოდ 7 ევროპარლამენტარის განცხადება და ხუმრობა". ამის შესახებ მან "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის ეგორ კუროპტევის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში ბოლო პერიოდში აქვს დიდი იმედგაცურება, ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ 7 ევროპარლამენტარის განცხადებს საქართველოზე. მინდა მივმართო პოლიტიკურ ლიდერებს მმართველი პარტიიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და არ არის ევროკავშირის პოზიცია, არა, ეს ასე არაა, ყველა ჩვენგანი ვუერთდებით ამ განაცხადს, მათ შორის ევროპული საბჭოც, ასევე, განცხადებას ევროკავშირიდან დაფინანსების გადახედვაზე, ეს სერიოზული განაცხადია და არ არის ხუმრობა. მეტი მეტისთვის - საქართველო ამის მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება არის ნეკლები-ნაკლებისთვის. რუსეთი ოკუპანტია და შეჭრილია საქართველოში, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ფარულად, მაგრამ მიმდინარე პროცესებში ჩართულია, უნდა ითქვას, რომ მოკლევადიან პერიოდში ახლა გამარჯვებულიცაა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ხშირად არ ხდება, როცა ევროპული საბჭოდან მაღალი დონის წარმომადგენლობაა ჩართული მოლაპარაკბებში, თუმცა არცერთმა მხარემ ეს არ გამოიყენა.

"დღეს კიდევ უფრო მეტი ეჭვი მაქვს ნამდვილად არის თუ არა ევროატლანტიკური გზა ბიძინა ივანიშვილისთვის პრიორიტეტული. აქ დავასრულებ ჩემს საუბარს", – დასძინა მან.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქაღთველოსთვის დაფინასების შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S