რამდენიმე დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

07-04-2021 16:54:54 საზოგადოება

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებასთან დაკავშირებით მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი "კოვიდზე" დადებითია.

ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ", - წერს მდინარაძე.

არსებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე დეპუტატი ტესტის პასუხის მოლოდინშია. კორონავირუსითაა ინფიცირებული პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი კი თვითიზოლაციაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები