
ჯანმო: "ზედიზედ მე–6 კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება"
07/04/2021 13:51:16 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზედიზედ მე–6 კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, გასულ კვირას გლობალურად 4 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ბრაზილიაში, ინდოეთში, აშშ–ში, თურქეთსა და საფრანგეთში ფიქსირდება.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, მისი ცნობით, 70 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა.