,,არ შეესაბამება სინამდვილეს" - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

07-04-2021 19:53:27 პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დეზინფორმაცია გავრცელდა.

"დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაერო–ში წარდგენილ დოკუმენტში სამინისტროს მიერ მითითებულია არასწორი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

საუბარია ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს და ეხება, (Equality and non-discrimination of persons with disabilities and the right of persons with disabilities to access to justice).

დოკუმენტში თანდართული ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას ლტოლვილის სტატუსის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლის, წარმოშობის, სქესის ან სხვა სტატუსის მიხედვით. (Are there conditions or restrictions to access, or being eligible to, receive free or affordable habilitation and rehabilitation services and goods, on an equal basis with others, on grounds or refugee status, migration status, income, origin, sex, gender, or other status?)

სწორედ ამ კითხვის პასუხად სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი (მათ შორის სარეაბილიტაციო დამხმარე საშუალებები) მიეწოდება საჭიროების მქონე ყველა პირს, განურჩევლად სტატუსისა და სქესისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები