იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

08-04-2021 12:36:44 საზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, 55 წლის ხათუნა ბუიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა. მათი თქმით, პაციენტი დღეს გარდაიცვალა, ხოლო მიზეზი კორონავირუსის შედეგად განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.

გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და ის, რამდენიმე წელია, ემიგრაციაში, ქალაქ ბარიში იმყოფებოდა.

როდის მოხდება საქართველოში მისი გადმოსვენება ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები