Accentnews.ge
"საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი"

"საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი"

08/04/2021 12:21:45 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია სავალდებულო არც ერთ ეტაპზე არ გახდება.

"ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება აუცილებლად ნებაყოფლობითი. არც ერთ შემთხვევაში არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას. დადებითი მოტივების შემოტანაც მოხდება ფრთხილად, რომ ამან არ შექმნას გარკვეული ეთიკური ბარიერები და ამის გამოცდილება ჯანდაცვის სისტემაში არსებობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია რამდენიმე ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი მათ შორის, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის, 55 წელს ზემოთ მოქალაქეების, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილ პირთათვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S