
საჭიროა თუ არა სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი პირებისთვის
08/04/2021 15:59:30 საზოგადოება
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე აიცრნენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, არ არის აუცილებელი დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა.
"გვერდითი მოვლენა, რომელიც დაფიქსირებული იყო, აღინიშნა ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის ფარგლებში. შესაბამისად, ეს ორკვირიანი პერიოდი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გავლილი აქვს. ეს ადამიანები დამატებითი კვლევების ჩატარებას და ექიმის კონსულტაციას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება რეკომენდირებული 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის გახდა. ამასთან, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, მან პრეპარატის მოერე დოზაც გეგმის მიხედვით უნდა გაიკეთოს.
"რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის: გუშინ "ევროპის წამლის სააგენტომ თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა.