სამეგრელოსა და გურიის შემდეგ გახარია გორსაც ესტუმრა

08-04-2021 21:23:38 პოლიტიკა ,საზოგადოება

სამეგრელოსა და გურიის შემდეგ საქართველოს ექს–პრემიერი გიორგი გახარია გორსაც ესტუმრა.

არსებული ინფორმაციით, იგი გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას რეზიდენციაში იმყოფებოდა.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ექს–პრემიერი გორელ მეგობრებთან ერთად ჯერ ტაძარში იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მეუფემ ფინჯან ყავაზე მიიპატიჟა, გახარია მიტროპოლიტის რეზიდენციასაც ეწვია.

რაზე ისაუბრეს მხარეებმა უცნობია. თუმცა ენმ–ის გორის ოფისის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ ყოფილმა პრემიერმა მეუფეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დახმარება სთხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები