Accentnews.ge
"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანით. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი  ვცეთ ამ დღეს"

"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანით. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი  ვცეთ ამ დღეს"

09/04/2021 08:19:45 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანით და არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება, ამიტომ გთხოვთ, რომ სიჩუმით სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S