"რეგულაციები ყველგან ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, ეკლესიაში თუ პოზნერის ნადიმზე"
09/04/2021 08:53:01 პოლიტიკა
"რეგულაციები ყველგან ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, ეკლესიაში თუ პოზნერის ნადიმზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან: ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში და დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ყოფნის. თითოეული მოქალაქის შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.


