"ვაშაძეს სურს, რომ შეთანხმება შედგეს, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას"
09/04/2021 09:35:45 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს გამბედაობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას".
"გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის", – აცხადებს თალაკვაძე.
იხილეთ ასევე: ვაშაძე: "მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით ახალი შინაარსის დოკუმენტი დაიდება. შეთანხმება აუცილებლად იქნება"


