ლიეტუვის ელჩი: "რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა"
09/04/2021 11:44:33 პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე ჩავიდა.
"სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე. საქართველო დღეს ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს", - დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.
ანდრიუს კალინდრა 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლიეტუვა რჩება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.


