Accentnews.ge
ზურაბიშვილი თვლის, რომ  პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის მიუსვლელობა მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე მიუთითებს

ზურაბიშვილი თვლის, რომ  პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის მიუსვლელობა მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე მიუთითებს

09/04/2021 14:27:48 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოპოზიციონერთა ნაწილის მიუსვლელობას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამია დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობის ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც პარტიების ნაწილი მოდიოდა ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორსაც ვირუსვებდით რომ იყოს ყველა პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიიწვია.

ცნობილია, რომ პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიებიდან თითო წარმომადგენელი დაპატიჟა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S