„ძნელი წარმოადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია“
09/04/2021 14:36:54 პოლიტიკა
ძნელი წარმოადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა არ მივიდნენ.
„მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რატომ არ თამაშობს პრეზიდენტი მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები და ნათქვამი მაქვს უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მიბმული მუდვივად, რომ უცხოელი პარტნნიორები გადაწყვეტენ და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძნელი წარმოადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია“.


