Accentnews.ge
“ევროპული საქართველოს” ახალი შემადგენლობა ცნობილია

“ევროპული საქართველოს” ახალი შემადგენლობა ცნობილია

10/04/2021 11:42:35 პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” ყრილობის შემდეგ პარტიის ახალი შემადგენლობა გახდა ცნობილი. თავმჯდომარესთან ერთად შეიცვალნენ გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეც.

კერძოდ, "ევროპული საქართველოს" ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება, გენერალური მდივანი - აკაკი ბობოხიძე, საგარეო პოლიტიკური მდივანი - გიორგი კანდელაკი.

ბოკერიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელმაც დატოვა როგორც პარტიული თანამდებობა, ასევე პარტიაც.

ასევე, პარტია დატოვეს გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ.

ბაქრაძემ და უგულავამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთეს. დღეს მათი ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდა.

პარტიის სამდივნოს შემადგენლობა ასე გამოიყურება:

1. აკაკი ბობოხიძე – გენერალური მდივანი; 2. გიორგი კანდელაკი (გენერალური მდივნის მოადგილე) – საგარეო პოლიტიკისსაკითხები3. ლაშა დამენია – რეგიონალური მდივანი4. თორნიკე დიასამიძე – პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები5. ვახტანგ კალოიანი – ჯანმრთელობის დაცვის საკითხები6. ოთარ კახიძე7. ზაზა კედელაშვილი8. ტარიელ ლონდარიძე – სამხედრო თემატიკა და ვეტერანთა საკითხები;9. ქეთევან მჭედლიძე10.ტარიელ ნაკაიძე11. მაკა ჟვანია – პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები12.ლელა ქებურია13. ანანო ქორიძე – სოციალური მედიის საკითხები14.გიორგი ღვინიაშვილი15.ზურაბ ჩილინგარაშვილი16.ამირან ძოწენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S