ევროპარლამენტარი : „დოზირებული სანქციების დრო წავიდა, პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს“
11/04/2021 10:41:51 პოლიტიკა
პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს,- ამის შესახებ ევროპარლამენტში „კონსერვატიული ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომელიც უკრაინის საზღვართან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
ვებერის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კრემლს უნდა დაანახოს, რომ თუ ის უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის ესკალაციას გააგრძელებს, პასუხი იქნება ცალსახა და ძლიერი.
ვებერი მიიჩნევს, რომ ანგარიშები უნდა გაეყინოთ რუს ოლიგარქებს ასევე რუსეთის ფედერაცია სვიფტის საერთაშორისო გადახდის სისტემისგან უნდა გაითიშოს.
„დოზირებული სანქციების დრო წავიდა, პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს“, – აცხადებს ვებერი.


