Accentnews.ge
ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ საინფორმაციო ბრიფინგ-აქცია „დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა - გადაიაზრე ისტორია“ გაიმართება

ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ საინფორმაციო ბრიფინგ-აქცია „დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა - გადაიაზრე ისტორია“ გაიმართება

11/04/2021 16:21:00 პოლიტიკა

ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ საინფორმაციო ბრიფინგ-აქცია „დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა - გადაიაზრე ისტორია“ გაიმართება.

ინიციატივის წარმდგენი საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივია“.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ინიციატივის მიზანია საბჭოთა წარსულის და მისი მემკვიდრეობის ეროვნულ-სახელწმიფოებრივი და დასავლური ღირებულებების შესაბამისად გადააზრება“.

„პრორუსული და საბჭოთა ნარატივის დესტრუქციულობის და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის საჯარო დეკლარირება და პრორუსული ე.წ. „რბილი ძალის“ მიერ საბჭოთა ნოსტალგიის მილევად რეჟიმში გადაყვანა. საჯარო სივრცეების გაწმენდა საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებული ვიზუალური მემკვიდრეობის ნიმუშებისაგან და საბჭოთა ანტიეროვნული, ანტისახელწმიფოებრივი და ანტიდასავლური „მითების“ აღმოფხვრა.

ამ მიზნის მისაღწევად, სამოქალაქო კამპანია დაიწყება, სიმბოლურად დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავზე (რადგან სამწუხაროდ აქამდე ეს სრულფასოვნად ვერ/არ მოხერხდა).

მოთხოვნათა 5 პუნქტიანი პაკეტი: ამ ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს მივმართავთ ხუთი მთავარი მოთხოვნით:

1- საქართველოს მასშტაბით, ყველა დაბასა და სოფელს, რომელსაც შერჩენილი აქვს საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონერთა ან საბჭოთა კონოტაციის შემცველი დასახელებები, ასევე ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, ჯერ კიდევ არსებულ, საბჭოთა ბელადებისა თუ ფუნქციონერების სახელების მქონე ქუჩებს - გადაერქვას დასახელება, მიმდინარე წლის ბოლომდე;

2-საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში თუ სხვა საჯარო სივრცეში, ჯერ კიდევ შემორჩენილი, საბჭოთა ბელადებისა თუ სხვა ფუნქციონერების სკულპტურების, სკულპტურული კომპოზიციების, ბიუსტებისა თუ მემორიალებისაგან გაიწმინდოს საჯარო სივრცეები, წლის ბოლომდე („თავისუფლების ქარტიის“ ვალდებულებების შესაბამისად);

3- მთაწმინდის მწერალთა და საზოაგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადასვენებულ იქნას სტალინის დედის ნეშტი, წლის ბოლომდე;

4-გორში სტალინის მუზეუმს, წლის ბოლომდე გადაერქვას დასახელება და ეწოდოს „საბჭოთა ტოტალიტარიზმის მუზეუმი“ (ან „საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი გორში“ და დაექვემდებაროს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფ „ოკუპაციის მუზეუმს“). შესაბამისი, კონცეფციის მიხედვით მოხდეს რეექსპოზირება და ექსკურსიების შინაარსის კორექტირება;

5-წლის ბოლომდე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები და კონცეფციის შემუშავება საქართველოში რუსული იმპერიალიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიერ რელიგიური ჩაგვრისა და შევიწროების მუზეუმის შესაქმნელად. ამისათვის, სამთავრობო, რელიგიური და საზოაგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონცეფციას, მუზეუმის განთავსების ლოკაციაზე მიიღებს გადაწყვეტილებას და მოამზადებს მეცნიერულად დაზუსტებულ შინაარსობრივ მასალას, რის მიხედვითაც დაიყება არტეფაქტების, ექსპონატების და ა.შ. მობილიზება.

კამპანიის ფარგლებში, ასევე დაიწყება მუშაობა თანამოაზრეთა წრის გაფართოებაზე, შეგროვდება თანხმობის წერლები საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების და სამოქალაქო პირების მხრიდან და შემუშავდება ჩართულობის/თანამშრომლობის პაკეტი“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S