ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
12/04/2021 07:54:10 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
მათივე ცნობით, კობახიძე ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანელებს შეხვდება.


