"მამუკა ხაზარაძე “ნაცმოძრაობასთან” ერთად თავად მონაწილეობდა არაერთ “რეკეტის” საქმეში და ამიტომაც ვერ ემიჯნება მათ"
12/04/2021 09:40:46 პოლიტიკა
"მამუკა ხაზარაძე “ნაცმოძრაობასთან” ერთად თავად მონაწილეობდა არაერთ “რეკეტის” საქმეში და ამიტომაც ვერ ემიჯნება მათ", – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა.
“დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში პარტია „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა და აქედან ასეთ ვითარებაში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი რეიტინგი ჩამოვიდა 1%-ზე", – აცხადებს კობახიძე.


